1.ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე , რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან ( სამსახურებრივი ნაწარმოები ), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
2.(ამოღებულია) .
3.(ამოღებულია).
4.(ამოღებულია).
5.(ამოღებულია).
6.დამსაქმებელს უფლება აქვს , სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ( დასახელება ) ან მოითხოვოს ასეთი მითითება .
7.სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს ( ჰონორარის ) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით .
8.(ამოღებულია) . საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184



