ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა ) შემოქმედი მუშაკი – ფიზიკური პირი , რომლის ინტელექტუალურ - შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია ; ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები − შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით; გ) შემოქმედებითი კავშირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე დარგის არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელში გაწევრებაც ნებაყოფლობითია და რომლის მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ამ გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელება; დ) შემოქმედებითი კავშირის ფილიალი − შემოქმედებითი კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფლის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ასრულებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი; ე ) შემოქმედებითი ჯგუფი – საერთო მიზნის მისაღწევად არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება , რომელიც არ არის იურიდიული პირი . ამასთან , შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს შემოქმედებით ჯგუფშიც , თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას . საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ






