1.არქიტექტურული ნაწარმოების, როგორც საავტორო უფლების ობიექტის, შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
2.არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტს წარმოადგენს არქიტექტურული პროექტი და არქიტექტურული ობიექტი.
3.პირები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უწევენ ტექნიკურ-ორგანიზაციულ დახმარებას, ხელმძღვანელობენ დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესს ან აკონტროლებენ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, არ შეიძლება ჩაითვალონ ავტორებად.
4.დამკვეთი ვალდებულია ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, საავტორო უფლების უზრუნველსაყოფად არქიტექტორთან გააფორმოს ხელშეკრულება.






