1.ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია: ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება); ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება); გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი; დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება); ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა); ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამოხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით ამოიღოს გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ასლები.
3.პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც.
4.დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 მუხლი 18. ნაწარ მოების ავტორის ქონებრივი უფლებები 1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.
2.ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება); ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
3.ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
4.საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.
5.ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.
6.არქიტექტურული, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკო პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოიცავს ასეთი პროექტების განხორციელების უფლებას.
7.საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ამ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისი ტარიფის დადგენის შესახებ ამ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. 7 1 . ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ − ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად.
8.პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით პირველად გახდის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ნაწარმოებს, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.
9.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.




