საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა
მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე: ა) ამოიღოს პირადი სარგებლობისათვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი; ბ) ამოიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით; გ) ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის. თავი VIII მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების მოქმედების ვადა საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
