საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
For information only — not legal advice.
1. ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ვიდეოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
2. ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; ბ) (ამოღებულია). გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.
4. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
Closest in meaning — including in other laws
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ