1.ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს პირველი შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შესრულების (გარდა ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისა) ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
