საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 72. ადმინისტრაციული წარმოების სახეები
1. ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
2. თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
