საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
