1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით − იმავე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.
3.სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.
4.მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლის გამოსაცდელი ვადით.
5.სასამართლო ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.
6.თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
7.სასამართლო მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისა და მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენით. მასში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობა სავალდებულოა.
These lawyers work in the legal area related to this article.