საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 321^1. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა
1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების ან/და მატერიალური რესურსების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის (გარდა ამ კოდექსის 320-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა) ჩასადენად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
