საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 322. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება
ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ე მუხლებით , 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი. თავი XXXVII 1 ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282
