1.საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2.სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2 1 . სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
4.ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2674 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.38 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5444 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.




