1.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ; ბ) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.
4.საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს.
5.საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1041 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
These lawyers work in the legal area related to this article.