სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
For information only — not legal advice.
1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.
3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2877 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. მუხლი 17 1 . საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.
2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებია: ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით; ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა იმ ეტაპზე/ეტაპებზე, როდესაც აუცილებელია განხორციელდეს კონტროლი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად ან სათანადო დონემდე შესამცირებლად; გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შემცირების მიზნით; დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება; ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება; ვ) პროცედურების შემუშავება ამ ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების რეგულარულად შესამოწმებლად; ზ) ამ ნაწილის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.
3. სურსათში, სურსათის წარმოების ნებისმიერ ეტაპსა და პროცესში რაიმე ცვლილებისას ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემაში.
4. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა არ არის სავალდებულო იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც პირველად წარმოებას ახორციელებს.
5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და გადამუშავების სახეები, რომელთათვისაც სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 17 2 . სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სურსათის შეწირულებისას და გადანაწილებისას სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კოდექსით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3550 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი