1.გ ეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ: ა) დასახლებაში/მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია; გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა, ნომერი ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას.
2.სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენის ან გადარქმევის მიზანშეწონილობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
