Closest in meaning — including in other laws
სასაქონლო ნიშნების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვიდან გამონაკლისის სახით დასაშვებია კოლექტიურ ნიშნად ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც არის საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღმნიშვნელი (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე მიუთითებს).
2.გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ.
3.თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი.
4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვიდანაკრძალვებიდან გამონაკლისის სახით დასაშვებია კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც არისწარმოადგენს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღმნიშვნელიაღნიშვნას (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე მიუთითებს).წარმოშობაზე). 2. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ. 3. თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
The amendments this article has been through
Revised criteria for registering descriptive terms as collective marks.
amending act №6105085Allowed geographical indications as collective marks under certain conditions.
amending act №27880These lawyers work in the legal area related to this article.