საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Article 1. ცეცხლსასროლი იარაღის ცნება, სახეობანი და დანიშნულება
ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს დენთის აირის მოქმედების შედეგად. იარაღად ჩაითვლება ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის, აგრეთვე ჭურვი და სხვა სახის ტყვია-წამალი, რომლის გამოყენება შეიძლება საბრძოლო მასალად. ეს კანონი ადგენს შემდეგ სახეობათა და დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის (შემდგომში იარაღის) სამართლებრივ რეჟიმს;
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი;
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
3. სანადირო იარაღი;
4. სასპორტო იარაღი;
5. ჯილდოდ მიღებული იარაღი;
6. საკოლექციო იარაღი. იარაღისათვის კონკრეტული სახეობის მიკუთვნება ხდება იარაღის სახელმწიფო კადასტრით, რომლის შედგენის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეს კანონი და და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
