საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Article 40. იარაღის სახელმწიფო კადასტრი
იარაღის სახელმწიფო კადასტრის მიზანია იარაღის სახეობათა სისტემატიზებული ნუსხის შედგენა, იარაღის ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების მითითება და მისი სახელმწიფო სტანდარტების დადგენა. სახელმწიფო კადასტრის დანიშნულებაა იარაღის კონკრეტული ნიმუშების იარაღის სახეობისადმი მიკუთვნება იარაღის დამზადების, გაყიდვის, მესაკუთრეობისა და სარგებლობის წესებისადმი კონტროლის მიზნით.
