1.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი. შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასებისას იგი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს ამ კრიტერიუმების მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება ისეთი კრიტერიუმის შეფასებისას, როგორიცაა კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.
3.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს როგორც მათი ინდივიდუალური შესაფერისობის, ისე მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.
4.ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას გაითვალისწინება მრავალფეროვნების პოლიტიკა. ეს პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე შემდეგ ფაქტორებს: განათლება, პროფესიული გამოცდილება, ასაკი, სქესი.
5.მიკრობანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და არ დანიშნოს პირი ადმინისტრატორად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო დანიშნული პირის აღნიშნულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან.
6.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა არაუმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნაზე გაცემული პირობითი თანხმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან ავტომატურად გაუქმდება.
7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, განსაზღვროს შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივ შესაფერისობასთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
These lawyers work in the legal area related to this article.