ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა.
2.საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. 2 1 . ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა.
3.საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; [ დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]შემთხვევებში. 2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დანიშნოს ადმინისტრატორი. [ 2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. 2 1 . ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 3. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. [ 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16თავი ნოემბრისVI კანონიფასიანი №3714ქაღალდების –ბაზრის ვებგვერდი,რეგულირებადი 07.12.2023წ.მონაწილენი
These lawyers work in the legal area related to this article.