ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 45^6. საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი
1. პირი, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, აგრეთვე პირი, რომელიც საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით იმავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას, ვალდებული არიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი (მომზადებული ან გავრცელებული) ინფორმაცია ობიექტური იყოს, და იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება, საკუთარი ინტერესები გაამჟღავნონ ან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მიუთითონ.
2. უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ვალდებულია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.
