ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 45. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება
1. პირს ეკრძალება შემდეგი ქმედების/ქმედებების განხორციელება: ა) ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა/ვაჭრობის მცდელობა; ბ) მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიება; გ) ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება; დ) ბაზრის მანიპულაცია/მანიპულაციის მცდელობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები დაუდგინოს. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
