საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Article 32^1. უფლებები ფასიან ქაღალდებზე
1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშია გახსნილი.
2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის დასადგენად გამოიყენება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის დებულებები. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3719 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
