1.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას.
3.თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა.
4.ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
5.უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მიენიჭათ უფლება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
6.თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1695 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
The amendments this article has been through
Specifies that licenses for exploitation of living resources within the exclusive economic zone are now issued by the National Environmental Agency, a public law entity *within* MEPA.
amending act №3888844Authority to issue fishing licenses in the exclusive economic zone now resides with the National Agency for Environment, a public law entity within the Ministry of Environmental Protection and Natural Resources.
amending act №1885945Licensing for living resource exploitation in the exclusive economic zone is now handled by the Ministry of Energy and Natural Resources, replacing a previously undefined entity. Compliance requirements are also tied to this ministry's approval.
amending act №1240878These lawyers work in the legal area related to this article.