Article 11. ხელშეკრულების სახეები
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 12 Jun 2025
1. ნავთობისა და გაზის სხვა სახის ხელშეკრულებებთან ერთად, ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია: ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება; ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება; გ) მომსახურების ხელშეკრულება.
2. სააგენტო უფლებამოსილია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნავთობისა და გაზის შესახებ
