Article 8^8. ანგარიშვალდებულება და სანქციები
1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ანგარიშგების ფორმას ადგენს სააგენტო.
4. სააგენტოს უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.
6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.
7. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნავთობისა და გაზის შესახებ
