სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
For information only — not legal advice.
1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). 1 1 . აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 1 2 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს − ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. 1 3 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 1 4 . აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 1 5 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას. 1 6 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა , რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. 1 7 . აღსრულების ეროვნული ბიურო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას.
2. (ამოღებულია).
3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III 2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1914 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.224 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3598- სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.350 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3970- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.434 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3159 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7172 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ