სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 62. აღსრულების ქვემდებარეობა
1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
2. უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე არსებობის შემთხვევაში ან/და ერთი და იმავე მოვალის მიმართ ორი ან მეტი სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების განხორციელებისას გადაწყვეტილებას აღსრულების ქვემდებარეობის შესახებ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. (ამოღებულია – 17.06.2011, №4827). საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
