1.აღსასრულებელ სამართლებრივ აქტს პრობაციის ბიუროს უფროსი რეგისტრაციაში ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება: ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი; ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი; გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი; დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი; ე) მსჯავრდებული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი); ვ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა; თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ; ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
