სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Always up-to-date legal framework
1.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.
2.დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.
3.აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
4.აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.