სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 91^9. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს; გ) ბრძანების გამოცემის თარიღს; დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ე) დავალიანების ოდენობას; ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
