1.განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განმცხადებელს შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
