1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება; ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3.პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4.პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც მან ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირების ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით განხორციელების შემთხვევაში.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოსთხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტი.
7.ამ მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის, მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების, წესს ადგენს მინისტრი. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
The amendments this article has been through
Para.5 reformulated: removes mandatory protocol requirement for border inspections using electronic programs.
amending act №6435163These lawyers work in the legal area related to this article.