საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე
მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ: ა) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში; ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია; გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან; დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №838 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
