Article 14. დირექტორის ფუნქციები
1. დირექტორის ფუნქციებია: ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრისა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა; ბ) სამსახურის დებულებისა და სამსახურის სტრატეგიის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) სამსახურის სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის განხორციელება; დ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ე) სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრული ოდენობის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა; ზ) სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა; ი) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრის შექმნა და გაუქმება, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; კ) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრის, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცება; ლ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცება; მ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით; ნ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება; ო) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი; პ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება, აგრეთვე მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცება და მათი შესრულების ზედამხედველობა; რ) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრისა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების დამტკიცება, რომელთა საფუძველზედაც მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ; ტ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადასამზადებლად და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად; უ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; ღ) იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესასწავლად კვლევის განხორციელება; ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; შ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
