Article 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს
Consolidation №35 Verified against the current consolidation · 17 Mar 2026
1. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
2. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისთვის პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
