1.საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.( ამოღებულ ია - 27.06.2018, №2619).
3.საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს უფლებები და მოვალეობებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია; ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება; გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა; დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა; ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლის და ამ კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლის და ამ კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა; ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება; კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა; ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება; მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა; ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება; პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა; ჟ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2469 - ვებგვერდი , 12.06.2014 წ . საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2619 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4409 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.



