თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით.
2.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ნებისმიერი ვალუტით.
3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ცალკეულ საქმიანობებზე გაუქმდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების ვალდებულება ან დაწესდეს ლიცენზიის/ნებართვის აღების გამარტივებული წესი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.
These lawyers work in the legal area related to this article.