უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 32. ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები
Consolidation №22 Verified against the current consolidation · 15 Apr 2026
1. საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს, მემკვიდრეობით მიიღოს ან ანდერძით დატოვოს ნებისმიერი ქონება, აგრეთვე შეუძლია ჰქონდეს არაქონებრივი უფლებები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.
