უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სავიზო განაცხადს. 1 1 . საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 1 3 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას.
