Article 6. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომისიის დადებითი რეკომენდაციის (შემდგომში - რეკომენდაცია) მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება; ბ) ნებართვის გაცემის საფუძვლების არქონა.
2. ნებართვის შეჩერების საფუძვლებია: ა) ნებართვის მფლობელის განცხადება; ბ) რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება.
3. ნებართვის გაუქმების საფუძვლებია: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 60 1 და 61-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები; ბ) ნებართვის მფლობელის განცხადება; გ) ვითარების შეცვლის გამო, ნებართვა ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ) ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაუქმება.
