Article 110. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მომთავსებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა შეარჩიოს საქონლის საბაჟო დამუშავების ახალი ოპერაცია. ეს ვადა აითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს საქონლის ცალკეული სახეობის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში შენახვისათვის განსაზღვროს კონკრეტული ვადები.
4. საქონლის შენახვის ვადა საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება მომთავსებლის მიერ მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ დეკლარაციაში მითითებულია შენახვის ვადა, მისი გაგრძელება მოხდება საქონლის ხელახალი დეკლარირებით, არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე განსაზღვრული ზღვრული ვადისა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
