Article 111. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე, გარდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტისა, ნაშთებისა ან/და ნარჩენებისა, დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 112. საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანა ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანა 1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.
2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
