1.საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. 2 1 . როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის.
3.საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში, რომელსაც აქვს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება და აკმაყოფილებს ამ თავით განსაზღვრულ პირობებს. დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის დღიდან ამ პირს გადაეცემა აღნიშნული საბაჟო რეჟიმის დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი (მათ შორის, საბაჟო სანქციები). ამასთანავე, საქონლის გადამცემი პირი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) 3 პროცენტი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც იგი იყენებდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელს.
4.თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ, დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87



