Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თუ ამ კოდექსის 123-ე, 131-ე და 143-ე–146-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია და გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით.
2.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქართველოს საქონლის დროებითი გატანისას გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე ხორციელდება ის საბაჟო პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის ექსპორტისას.
3.საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
Cites
Cited by