1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა.
3.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით და ასეთ საბაჟო ღირებულებაზე ამ კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით. თავი XX საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება
Describe your situation — we'll help you find the right specialist.