1.შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანიდან (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე დეკლარანტმა უნდა განახორციელოს საგარანტიო უზრუნველყოფა იმპორტის გადასახდელების თანხის იმ ოდენობით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის (შემცვლელი პროდუქტის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ვადა, რომელიც აითვლება მიერ შემცვლელი პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
Article 145. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას გარანტიის წარდგენა და საქონლის გატანის ვადები
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
Topics:Personal Injury




