Article 172. დაბრუნებული გადამუშავების პროდუქტის დაბეგვრა
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. გადამუშავების პროდუქტზე, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების შემდეგ გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის დებულებები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმპორტის გადასახდელების ოდენობა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი დებულებების საფუძველზე.
