Article 198. საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლების გამოყენების პირობები
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
თუ ამ კოდექსის 95-ე, 133-ე ან 170-ე–172-ე მუხლების თანახმად ხორციელდება იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელებისაგან საქონლის ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლება, აღნიშნული გათავისუფლება ასევე უნდა შეეხოს იმ საქონელს, რომლის მიმართაც ამ კოდექსის 187-ე–190-ე, 195-ე ან 196-ე მუხლების შესაბამისად წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ სათანადო პირი არ უნდა შეიმჩნეოდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის განზრახ დარღვევაში ან მის დაუდევრად გამოყენებაში და მას უნდა შეეძლოს იმის დამტკიცება, რომ საბაჟო გადასახდელებისაგან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა პირობა შესრულებულია.
